13 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა ქუთაისის #5 ყრუ ბავშვთა სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ნაქარგები, თიხით დამზადებული ნივთები, ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები.

ღონისძიება ქუთაისის #5 ყრუ ბავშვთა სკოლის დირექტორის _ ირინე აბდალიძისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi