2 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა სამხატვრო ხელოვნების სკოლების გამოფენა, ასევე გაიმართა სვეტიცხოვლის დაარსებიდან 1700 და განახლების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო _ პრაქტიკული კონფერენცია: “ნორჩი ხელოვანების თვალით დანახული სვეტიცხოველი”.

ღონისძიება . თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის #1 სამხატვრო ხელოვნების სკოლისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციასა და გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს თბილისისა და რუსთავის ათამდე სკოლამ, ასევე წეროვანის #3 საჯარო სკოლამ.

გამოფენაზე წარმოდგენილია გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: თექა, ლითონსა და ხეზე ნაკვეთი ნამუშევრები; ასევე Gგამოფენილია სვეტიცხოვლის თემაზე შესრულებული ნახატები და ტაძრის მაკეტები.

ღონისძიების ბოლოს მონაწილე სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს და მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

გამოფენა გაგრძელდება 11 მაისამდე.

 

 SemoqmedebiTi