28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიხსნა "მოყვარულ ორიგამისტთა" ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 1 მაისამდე.

ორიგამი არის იაპონური ტრადიციული ქაღალდის ხელოვნება, რომელიც სათავეს მე-8 საუკუნიდან იღებს.

გამოფენაში მონაწილეობს 24 ადამიანი, როგორც თბილისიდან ასევე რუსთავიდან და გორიდან.

ღონისძიება ჩატარდება ყოველი წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

გამოფენა სიონის სამრევლო სკოლასთან არსებული ორიგამის სკოლის ხელმძღვანელის ნათია ჭელიძის ორგანიზებით გაიმართება.

 

 SemoqmedebiTi