15 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ასოციაციასათავისადა ფონდგაჯუსზ”-ის ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

Pპრეს-კონფერენციაზე ორგანიზატორებმა ისაუბრეს ქართულ _ პოლონური პროექტის _ “პირველი ნაბიჯები”- შესახებ, ასევე საუბარი შეეხო საგარეჯოს რაიონის უნარშეზღუდული ადამიანების დახმარების თემას.

ამჟამადპირველი ნაბიჯებიეხმარება ტატო სულიკაურს, რომელიც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. ტატო მეორე კლასის მოსწავლეა, მას ბევრი მეგობარი ჰყავს და სურს მათთან სრულფასოვანი ურთიერთობის დამყარება, თუმცა მისი დაავადების გამო იგი ეტლსაა მიჯაჭვული და ამიტომ მეგობრებთან თამაშში სრულად ჩართვა უძნელდება.

Pპროექტი დაეხმარება ტატოს რეაბილიტაციაში და შესაძლებლობას მისცემს გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ბოლომდე ჩაერთოს ბავშვებთან ურთიერთობაში და დამოუკიდებლად გადადგას პირველი ნაბიჯები ცხოვრებაში.

პროექტიპირველი ნაბიჯებიხორციელდება ასოციაციასათავისა” და ფონდგაჯუსზ”-ის მიერ, ასევე პოლონეთის საგარეო საქამეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პოლონური დახმარება 2011-ის ფარგლებში.

პირველი ნაბიჯები”- მიზანია ცერემბლარული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დახმარება და რეაბილიტაცია. 3 წლის მანძილზე ამ პროექტის საშუალებით შეიცვალა 15 ბავშვის ცხოვრება.

 

 SemoqmedebiTi