15 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა სასულიერო სემინარია-აკადემიისა და სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.

გამოფენაზე წარმოდგენილია თექის ნამუშევრები, მინანქარი, გრაფიკასა და ფერწერაში შესრულებული ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.

გამოფენიდან შემოსული თანხა გადაეცემა დიღომში არსებულ ბავშვთა სახლს.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაგრძელდება 17 აპრილამდე.

ღონისძიება მიმდინარეობს სასულიერო სემინარია-აკადემიის, სამხატვრო აკადემიისა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით

 

 SemoqmedebiTi