შაბათს _ 16 აპრილს _ 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: "ქართულ-აფხაზური ურთიერთობები".

კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები. მოწვეული იქნებიან სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები.

ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.

 

 SemoqmedebiTi