პარასკევს _ 15 აპრილს _ 16:30 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება სასულიერო სემინარია-აკადემიისა და სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: თექის ნამუშევრები, მინანქარი, გრაფიკასა და ფერწერაში შესრულებული ნახატები.

გამოფენიდან შემოსული თანხა გადაეცემა დიღომში არსებულ ბავშვთა სახლს.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაგრძელდება 17 აპრილამდე.

 

 SemoqmedebiTi