13 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო.

საღამოზე მწერლებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები. Aამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა კავშირის თავჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა ქართველ მწერლებს ყოველწლიურად დაწესებული პრემიები გადასცა.

გადაეცათ: პოეტ ვასილ გვეტაძეს _ აკაკი წერეთლის სახელობის პრემია, პროზაიკოს ვალერიან მოსაშვილს _ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია, პროზაიკოს ვალერიან მამუკელაშვილს _ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია, პუბლიცისტს დემეტრე ლოლაძეს _ ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია, პოეტ დავით შემოქმედელს _ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია, პოეტ ბიეტა აბშილავას _ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია, კრიტიკოს მურმან თავდიშვილს _ ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია, მთარგმნელ ზაალ ბოტკოველს _ ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და საქართველო მწერალთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi