10 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი მგალობელთა გუნდები დალოცა.
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო ქართული გალობისადმი მიძღვნილი გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საპატრიარქოსთან არსებული გალობის ცენტრის მიერ მოწოდებული XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ქართველი სასულიერო და საერო პირთა ფოტოები, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში დაცული საეკლესიო საგალობლების ხელნაწერები.

მათ, შორის, XVII-XVIII საუკუნეებში გადაწერილი დიდმარხვისა და ზიარების საგალობლები, საწელიწდოები, ექვთიმე კერესელიძის, ფილიმონ ქორიძის, მაქსიმე შარაძის მიერ გადაწერილი საგალობლები.
აღნიშნული ხელნაწერები მოიცავს როგორც საგალობლების ტექსტებს, ისე ნოტებსა და ნევმებს.

გამოფენას რუსთავის მთავარეპიასკოპოსი იოანე (გამრეკელი) ესწრებოდა. მეუფემ, ღონისძიების ორგანოზატორები და მგალობლები დალოცა.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის, საპატრიარქოს უწყებანის, საპატრიარქოსთან არსებული გალობის ცენტრისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 SemoqmedebiTi