7 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ანსამბლშვიდკაცა“- ახალი ალბომის წარდგინება.

ალბომში შესულია როგორც ხალხური, ასევე ქალაქური სიმღერები. ალბომის წარდგინებამდე ანსამბლმაშვიდკაცა“- ორი სიმღერა: კახურიმრავალჟამიერიდა გურულისატრფიალოშეასრულეს. ღონისძიებაზე აგრეთვე იმღერეს ანსამბლშვიდკაცა“- სტუდიის აღსაზრდელებმა.

სტუდიის ბავშვები ძირითადად არიან 5-დან 16 წლამდე ასაკის და 51- და 55- სკოლის ბაზაზე მეცადინეობენ ხალხურ სიმღერასა და გალობაში.

ღონისძიებაზე წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ აღნიშნა: ამიერიდან ყოველ კვირა დღეს ანსამბლშვიდკაცა“- სტუდიის ბავშვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესს ილია II- საკვირაო ლიტურგიაში მიიღებენ მონაწილეობას.

სტუდიის ბავშვებიმრავალჟამიერი“- სიმღერით დახვდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქოდან _წმ. სამების საკათედრო ტაძარში მობრძანებას.“

ანსამბლიშვიდკაცა“ _ 2008 წელს წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ილია ნასიძის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. ყოვლადწმინდა სამების გუნდთან ერთად ანსამბლიშვიდკაცა მონაწილეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შესრულებულ ყოველ ღვთისმსახურებასა და მომლოცველობით მოგზაურობაში - როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ალბომის წარდგინება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის და ანსამბლ „შვიდკაცა“-ს ხელმძღვანელის, გიორგი ლომთათიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi