23 მარტს საქართველოს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა თანამედროვე ქართველი მხატვრის თემო ჯაფარიძისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო.


საღამოზე მწერლებმა და მხატვრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ბატონი თემოს შემოქმედებითი მოღვაწეობა.

მხატვარი დაიბადა 1937 წლის 27 მარტს ქალაქ თბილისში. 1959-1964 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

80-იან წლებში თბილისისა და უცხოეთის კერძო გალერეაში მხატვრის რამდენიმე პერსონალური გამოფენა მოეწყო: 1988 . _ მხატვრის სახლი, 1991 . _ რუსთაველის საზოგადოების საგამოფენო დარბაზი, 1991 . _ გალერეა "osh" (ვანესი, საფრანგეთი), 1991 . _ დარიალი (პარიზი, საფრანგეთი).

თემურ ჯაფარიძე გარდა ფერწერული ნამუშევრების გარდა ეკუთვნის მრავალი ესსე, სტატია და მოთხრობა. გამოცემული აქვს წიგნები: "ნიკო ფიროსმანი" (1991.). მოთხრობების ვრცელი კრებული "პროზა" (2003.), კრებული "აღმოაჩინე ჩემი გამოხედვა" (ხუთი მოთხრობა) და რომანი "დაქირავებული დამტირებლის გულგრილობა"(2005.).

თემურ ჯაფარიძეს რამდენიმე ქართულ მხატვრულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული: 1976._ რეჟისორ . მანაგაძის ფილმებში "ამაღლება" და კაშხალი მთაში. "გიორგი შენგელაიას ფილმში" ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა, "სადაც პეტრე ოცხელის როლს ასრულებს".

 

 SemoqmedebiTi