22 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემოქმედებითი საღამო „იმედის ქალაქი“.

ღონისძიება გაიმართა პოეტების _ თემურ ჩალაბაშვილის, ნინო მაჭავარიანის, მარიამ მჭედლიშვილის და ასევე მხატვარ ელდარ ქავშბაიას ორგანიზებით, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აფხაზეთში ჩაბრძანების მოლოდინს.

საღამოზე პოეტებმა წაიკითხეს ლექსები აფხაზეთის თემაზე. აქვე წარმოდგენილი იყო თანამედროვე მხატვრის _ ელდარ ქავშბაიას ფერწერული ტილოები, სერიიდან _ „აკრძალული ქალაქი“.

 

 

 SemoqmedebiTi