5 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სიცოცხლის დაცვის დღისადმი მიძღვნილი საღამო _ აბორტის წინააღმდეგ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტებმა.

სტუდენტებმა ღონისძიებაზე წაიკითხეს თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები და ჩანახატები.

საღამოზე ასევე აჩვენეს წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ გიორგი ყიფშიძის ფილმი -”მათ ხომ სიცოცხლე სურთ.

 

 SemoqmedebiTi