28 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში(წმინდა სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართა ღონისძიება _ მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში.
მევენახეობასა და მეღვინეობის შესახებ საუბარი წარმართა მევენახეობა _ მეღვინეობის სპეციალისტმა ბატონმა გიორგი ბარისაშვილმა. _ ბიოლოგიურმეურნეობათა ასოციაცია ელკანას მთავარმა კონსულტანტმა.
მან განიხილა შემდეგი თემები

1.
ქართული ტრადიციული მარანი და მისი არქიტექტურა.
2.
ქართული საღვინე ჭურჭელი ქვევრი _ წარსული და დღევანდელობა. (მექვევრეობის კერები საქართველოში).
3.
ღვინის დაყენება ქვევრში იმერული და კახური მეთოდით.
4.
ზედაშე ღვინის ტრადიცია საქართველოში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სპეციალური ლიტერატურა მევენახეობასა და მეღვინეობაზე.

 

 SemoqmedebiTi