17 თებერვალი _ ჯემალ ქარჩხაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

17 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი პროზაიკოსის, ჯემალ ქარჩხაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
მწერალი დაიბადა 1936 წელს ვანის რაიონში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1982წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში. თოჯინების თეატრსა და კინოსტუდია ქართულ ფილმში.
პირველი მოთხრობა აბზიანიძეების ოჯახი გამოაქვეყნა 1962 წელს. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებული სასწაული, მეთერთმეტე მცნება, დღეერთი, ანტონიო და დავითი. Aამავე წელში გამოქვეყნდა რომანები _ მდგმური, ქარავანი, ზებულონი, განზომილება.
ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემული რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე.
მწერალი გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია თბილისის დიდუბის პანთეონში.

 

 SemoqmedebiTi