10 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალურიგანვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო პოეტ მურმან ფაილოძის წიგნის _ "კრიალოსნის ძაფზე სული ამიბია"წარდგინება.

წიგნში პოეტის ახალ ლექსებთან ერთად შესულია სხვადასხვა წლებში გამოცემული რამოდენიმე წიგნიდან ამოკრეფილი ლექსები.

"პოეტი ტრადიციული ლექსის მდიდარ გამოცდილებას ეყრდნობა... ულამაზესი კუთხის, კოლხეთის გადასახედიდან სრულიად საქართველოსა და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული შემოქმედი, წერის განსხვავებული მანერით, გვატარებს თავის სულიერ ლაბირინთებში." _ ვკითხულობთ ახალგამოცემულ წიგნში.

 

 

 SemoqmedebiTi