29 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის  დარბაზში გაიმართა ელფის გამომცემლობის ორი ახალი წიგნის _ საბავშვო მოთხრობების კრებულის "ჩემი პირველი ქრესტომათია" და ახალგაზრდა პოეტის, გვანცა ჯობავას პირველი საბავშვო წიგნის _ "5 ბავშვი 5 თბილისი"-ის  წარდგინება.

წიგნში "ჩემი პირველი ქრესტომათია" შესულია ქართული და უცხოური  საბავშვო  ლიტერატურის კლასიკოსების _ ქეთევან ჭილაშვილის,  ნინო ბეზარაშვილის, დოდო ხიმშიაშვილი - ვადაჭკორიას, კობა იმედაშვილის, რევაზ ინანიშვილის, ლეო ქიაჩელის, ლევ ტოლსტოის, ოსკარ უაილდის, ძმები გრიმების  და სხვა უხუცესი ავტორების რჩეული   ნაწარმოებები და ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.

ახალგაზრდა პოეტის, გვანცა ჯობავას წიგნი _ "5 ბავშვი და 5 თბილისი"  _ პატარა ემინგრანტი ნიკუშას თავგადასავალზე  მოგვითხრობს.

საღამოზე გრიგოლ ხანძთელის სახელობის მართლმადიდებლური  საშუალო სკოლის მოსწავლეებმა გვანცა ჯობავას ზღაპრის _"5 ბავშვი და 5 თბილისი" - ს გმირები გააცოცხლეს.

 

 

 SemoqmedebiTi