27 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ახალი წიგნის "მიტათა" _ წარდგინება.

წიგნის  სახელწოდება "მიტათა"_ მამა პეტრეს  პატარა შვილს მარიამს ეკუთვნის და მიყვარხარს ნიშნავს.  ლექსების კრებული _"მიტათა," მამაომ  პატარა მარიამს მიუძღვნა.

წიგნში შეტანილია 150 ლექსი. "მიტათა" _ მამა პეტრეს მერვე წიგნია.

წიგნის წარდგინებას ესწრებოდნენ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი, ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი, სამღვდელოება და საზოგადო მოღვაწეები.

 

 

 SemoqmedebiTi