2023 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II -ის აღსაყდრებიდან 46-ე და დაბადებიდან 91-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ხევსურული ნაქარგობა, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, ქართული საბრძოლო იარაღები, ნახატები, სახაალწლო ნამუშევრები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების, ნატიფი ხელოვნების სკოლის, სამთავისის დედათა მონასტრის, კერძო ავტორებისა და წმ. თამარ მეფის სახელობის პროფესიული კოლეჯის ნამუშევრები.