2023 წლის 29 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრსა და ქ. თბილისის საჯარო სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან, გელათის მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ მდივანთან, აკადემიკოს მარიამ ცაცანაშვილთან.
ღონისძიება გახსნა ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.
შეხვედრაზე მარიამ ცაცანაშვილმა ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიებზე და კიბერ უსაფრთხოებაზე. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო და აქტუალური შეკითხვები დაუსვეს სტუმარს.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.
აღნიშნული ღონისძიებები ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს.