2023 წლის 7 დეკემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემაზე: „შემოდგომა გურიაში“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 8 წლიდან -16 წლამდე ასაკის მოსწავლეთა გრაფიკული, ფერწერული, კერამიკის, ხეზე კვეთისა და რეწვის წრის ხელნაკეთი 550 -მდე ნამუშევარი.
გამოფენას ესწრებოდნენ მხატვრები: დემურ ჩარჩხალია, თეონა ღლონტი, მზია სიხარულიძე, მარიამ ენუქიძე, არჩილ კუტალაძე, ლუკა ჯაფარიძე, ირაკლი ჩხიკვიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.