სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ,,რელიგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში’’

 

 

2023 წლის 5 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ,,ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიის’’ მიერ ორგანიზებული რიგით VII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ,,რელიგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში’’.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა. წელს პირველად კონფერენციაში აქტიურად ჩაერთნენ თბილისის №186 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესორ ნანა ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.

კონფერენცია კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა, გაიმართა დებატები, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა და საინტერესო გახადა იგი.

ვფიქრობთ, ასეთი კონფერენციები ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდებში რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაციას, საპრეზენტაციო და სოციალური უნარების გამომუშავებას, ასევე, სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შორის ურთიერთობის განვითარებას. სტიმულს აძლევს მომავალ თაობას უკეთ გაეცნოს საკუთარი ქვეყნის მდიდარ ისტორიას: ეკლესია-მონასტრებს, წმინდანთა ცხოვრებას და რაც მთავარია უკეთ შეიმეცნონ საკუთარი ქვეყანა.

კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, თეოლოგები,სასულიერო პირები, მოქმედი გიდები, კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დალოცა არქიმანდრიტმა აბო ჩაჩუამ, რომელმაც კონფერენციას დადებითი შეფასება მისცა და მომავალი წარმატებები უსურვა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისიის სწავლულმა მდივანმა, ფილოლოგიის დოქტორმა ასმათ ჯიქიამ.

კონფერენციის ორგანიზატორების მიერ არქიმანდრიტ აბო ჩაჩუას გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი ,,რელიგიური ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის’’.

 

სპეციალური სერტიფიკატი ,,რელიგიური ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის’’ გადაეცათ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი. ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის, ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების და ეკოლოგიის განყოფილების მთავარ მეცნიერ თანამშრომელს ქალბატონ ლაურა კვარაცხელიას, ფილოლოგიის დოქტორს ასმათ ჯიქიას, გეოგრაფიის დოქტორს - პროფესორ ნანა ბერძენიშვილს.

 351448441 633300128831154 1220589718225550099 n 351514060 1106651446960762 5345366791264568091 n349451729 1096699661526265 5854476031530485079 n

 

 

Last Updated (Saturday, 10 June 2023 04:59)

 

 SemoqmedebiTi