ღონისძიება სახელწოდებით: „გვახსოვს 8 აგვისტო“

2019 წლის 8 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე, დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით,   საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართება ღონისძიება „გვახსოვს 8 აგვისტო“, რომელიც ეძღვნება აგვისტოს ომში გარდაცვლილი მეომრების ხსოვნას. ღონისძიებას დაესწრებიან ომში გარდაცვლილი მეორების ოჯახის წევრები, პოეტები და საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანები, რომლებიც წაიკითხავენ ლექსებს, გაიხსენებენ აგვისტოს ომის პერიოდს.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

დასწრება თავისუფალია.

 

 

ტარიელ ზანგურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა

 

2019 წლის  30 სექტემბერს, 17:00 სთ-ზე,   საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართება თვითნასწავლი მხატვრის, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, მრავალი გამოგონების ავტორის, ტარიელ ზანგურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა. გამოიფინება მხატვრის ფერწერული ტილოები.

ასევე ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბატონი ტარიელის შვილიშვილების ანა და სოფო ნანეიშვილების ნახატები.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

დასწრება თავისუფალია.

Last Updated (Monday, 29 July 2019 14:15)

 

 SemoqmedebiTi