18 ნოემბერს (12 სთ. და 15 სთ.) საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ჩატარდება სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციის „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ II ეტაპი - წერის დღე მოსწავლეები, რომლებმაც გამოგზავნეს სახლში დამუშავებული თემები, გამოცხადდებიან ახალგაზრდულ ცენტრში და, ამჯერად, ადგილზევე მიიღებენ ახალ დავალებას და დამოუკიდებლად დაწერენ თავისუფალ თემას. კონფერენცია ყოველწლიურად იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წელს მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რაიონის 120 მოსწავლე. მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

 

 SemoqmedebiTi