2016 წლის 3 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში გაიმართა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლების - „ლაზარესა“ და „იავნანას“ რიგით VI საანგარიშო სოლო კონცერტი. ანსამბლებმა შეასრულეს საგალობლები, ქალაქური და ხალხური სიმღერები. ვაჟთა და გოგონათა ანსამბლი 2007 წელს დააარსდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. ანსამბლები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში.

 

 SemoqmedebiTi