ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგის ფინალი

2016 წლის 13 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგის ფინალი. მონაწილეობდნენ: ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი - „ალილუია“; თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის გუნდი - „აპოლოგეტი“; თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის გუნდი - „გული გონიერი“. თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით: I ადგილი - გამარჯვებული გუნდი - „ალილუია“ (17 ქულა). II ადგილი - გუნდი - „აპოლოგეტი“ (16 ქულა). III ადგილი - გუნდი - „გული გონიერი“ (13 ქულა). ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგა მეოთხე წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით. წელს, კონკურში მონაწილეობა მიიღო შვიდი უმაღლესი სასწავლებლის გუნდმა. კონკურსში გამარჯვებული გუნდი სამოგზაუროდ გაემგზავრება კაბადოკიაში.

 

 SemoqmedebiTi