ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი უმცროს ასაკობრივ სასკოლო გუნდებს შორის

2016 წლის 11 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი. მონაწილეობდნენ უმცროსი ასაკის სასკოლო გუნდები: „ჯვარი ვაზისა“ - რუსთავის #18 საჯარო სკოლა; „ტალავარი“ - ხაშურის #2 საჯარო სკოლა; „მოწყალე სამარიტელი“ - ჩოხატაური. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა; „იმედი“ -ხონის ტექნ. შემოქმ. გიმნაზია; ქრისტეს გზა“ - თბილისის N 191 საჯარო სკოლა; „თანაფა“- წალენჯიხა ეწერის საჯარო სკოლა; „მტრედები“ - ზუგდიდის #2 საჯარო სკოლა. ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალური თამაშის ჟიურის წევრები იყვნენ: ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თანამშრომელი გრიგოლ ხასიევი. ფინალური თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით: I ადგილი - გამარჯვებული გუნდი - „ჯვარი ვაზისა“ - რუსთავის #18 საჯარო სკოლა (20 ქულა). II ადგილი - „მტრედები“ - ზუგდიდის #2 საჯარო სკოლა (15 ქულა). III ადგილი - „იმედი“ - ხონის ტექნ. შემოქმ. გიმნაზია (14 ქულა). IV-VI ადგილები შესაბამისად, შემდეგმა გუნდებმა გადაინაწილეს: „მოწყალე სამარიტელი“ - ჩოხატაური. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა (11 ქულა); „თანაფა“- წალენჯიხა ეწერის საჯარო სკოლა (11 ქულა); ქრისტეს გზა“ - თბილისის N 191 საჯარო სკოლა (6 ქულა); „ტალავარი“ - ხაშურის #2 საჯარო სკოლა (3 ქულა). I ადგილზე გასული გუნდი - „ჯვარი ვაზისა“(რუსთავის #18 საჯარო სკოლა) წმ. მიწის მოსალოცად გაემგზავრება. II და III ადგილზე გასული გუნდები -„მტრედები“(ზუგდიდის #2 საჯარო სკოლა) და „იმედი“ (ხონის ტექნ. შემოქმ. გიმნაზია) ტაო-კლარჯეთის მოსალოცად გაემგზავრებიან. IV-VI ადგილებზე გასული გუნდები კი, საქართველოს ერთ-ერთ ეპარქიას მოილოცავენ. ყველა მონაწილე გუნდს გადაეცა სიგელები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისაგან. ინტელექტუალური კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მერვე წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II - ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით. ინტელექტუალური კონკურსის მხარდამჭერები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“. ინტელექტუალურ კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მონაწილეობენ საქართველოში არსებული სკოლები და სასულიერო გიმნაზიები.

 

 SemoqmedebiTi