18 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მხატვარ დარეჯან ნოზაძის ნამუშევრების გამოფენა

დაწვრილებით...

 

 

17 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება თემურ ფირცხალაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

საღამოს წარუძღვება დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.

ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

 

 

 

13 თებერვალს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა ციცინო ჯერვალიძის წიგნის  ,,პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით~ წარდგენა



13 თებერვალს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა ციცინო ჯერვალიძის წიგნის  ,,პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით~ წარდგენა. 
წიგნი (წიგნი მეორე) ეპისტოლარული ჟანრისაა, რომლითაც გრძელდება ფრანგული და ამერიკული ემიგრაციის უხუცესი წარმომადგენლის, ვაშინგტონში მცხოვრები პეტრე ხვედელიძის პირადი არქივის გამოქვეყნება.
პირველი წიგნი მოიცავდა საფრანგეთში ქართული ემიგრაციის თავკაცის ლევან ზურაბიშვილის პირად წერილებს, რომლებსაც ამდიდრებდა სხვადასხვა საინტერესო მასალა ფოტოებითურთ. ამჯერად  მკითხველთა ფართო წრე გაეცნობა   ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ფრანგული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის რევაზ გაბაშვილის პირად წერილებს, მიწერილს უმცროსი მეგობრის, ვაშინგტონში მცხოვრები პეტრე ხვედელიძისადმი.
წიგნის ავტორი ციცინო ჯერვალიძე ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. მან 1977 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1979 წლიდან 2004 წლამდე ხელმძღვანელობდა ამავე თეატრის მუზეუმს. იყო ამიერკავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. არის საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი. 1986 წლიდან მისი წერილები საოპერო ხელოვნებაზე იბეჭდება ქვეყნის წამყვან გაზეთებში. 1983-1984 წლებში თეატრის პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში”, იყო რეჟისორ თენგიზ აბულაძის ასისტენტი ფილმში ,,მონანიება”; 1988-1990 წლებში მუშაობდა ცნობილი კინოდოკუმენტალისტის, რეჟისორ კოტე კერესელიძის ფილმებზე (ზაქარია ფალიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, დავით ბადრიძე); 1990-1995 წლებში სწავლობდა ტელე-კინო სარეჟისორო ფაკულტეტზე (ომარ გვასალიასა და თემურ ფალავანდიშვილის ჯგუფი); 1992-1993 წლებში საქართველოს ტელევიზიის I არხის დილის პროგრამაში ,,გამარჯობა, საქართველო”, ამზადებდა სიუჟეტებს საოპერო ხელოვნებაზე. 2001 წელს თბილისის ოპერის თეატრის 150 წლისთავთან დაკავშირებით ბატონ ნოდარ ანდღულაძესა და ზურაბ ლომიძესთან ერთად დააარსა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გაზეთი ,,ქნარი”, რომელსაც 2004 წლამდე რედაქტორობდა.
2004 წლიდან იწყებს უხუცესი ქართველი ემიგრანტისა და საზოგადო მოღვაწის ბატონ პეტრე ხვედელიძის ბიბლიოთეკისა და პირადი არქივის დამუშავებას. პარალელურად აქვეყნებს წერილების სერიას ქართულ ემიგრაციაზე. 2008 წლიდან არის ემიგრანტული ჟურნალის ,,თანამემამულე” სარედაქციო საბჭოს წევრი. ,,პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით” მისი II წიგნია. იგი აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და გამოსაცემად ამზადებს წიგნებს ვიქტორ ნოზაძის, ლეა ფლურის, რუთ ნოიკომის, ილია კუჭუხიძის, ალექსანდრე მანველიშვილისა და სხვათა წერილებით გაერთიანებულ სათაურში ,,ევროპიდან ამერიკამდე საქართველოზე ფიქრით”.
წიგნი წარადგინა რედაქტორმა, ფრანგული ენის სპეციალისტმა სოფიკო ჯერვალიძემ და რადიოპროგრამა `ჩვენი საგანძურის~ ავტორმა და წამყვანმა, ჟურნალისტმა ივანე ჯაფარიძემ. 
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ:  მანანა გაბაშვილი,  როსტომ ჩხეიძე, დოდო ხიმშიაშვილი, გოგი დოლიძე, ნათელა არველაძე, პაატა ნაცვლიშვილი, ია ბაგრატიონ-მუხრანელი, რუსუდან კობახიძე, ჯუმბერ ჯიშკარიანი, ოთარ ჯანელიძე და თინათინ მღვდლიაშვილი.
ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა `ერქვანი~.





 

 

 

 

16 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნ გამოფენაიყოს მშვიდობა დედამიწაზე

 

დაწვრილებით...

 

 

10 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  გაიმართა  ლაშა გახარიასადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო

დაწვრილებით...

 
სიახლეების არქივი...

 SemoqmedebiTi