2016 წლის 7 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტის თინათინ მღვდლიაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - ,,ლექსები - მზეზე დახეთქილი ბროწეულები“.
ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მხატვარს, პოეტსა და პროზაიკოსს დაბადების დღე მიულოცეს მწერლებმა, მეგობრებმა და საზოგადო მოღვაწეებმა.
ქალბატონი თინათინის შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ისაუბრეს: საზოგადოებრივი კოლეჯის ”სპექტრი” დირექტორმა მათე ტაკიძემ, შ.პ.ს ქართული „ელიტა“-სა და წმ. ილია მართლის გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემიის – „ივერია“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა, მწერალმა ბელა ალანიამ, მთარგმნელმა და გერმანისტმა ნინო მჭედლიშვილმა და სხვ.
პოეტის ლექსები წაიკითხეს: თორნიკე თოდრიამ, ლუკა ბურდულმა, დავით ჯოგლიძემ, ანსამბლ „სამა“-ს წევრებმა - ხელმძღვანელი ნათია ალფაიძე. ასევე, ლექსები წაიკითხა პოეტმა საკუთარი შემოქმედებიდან.
ღონისძიებაზე საგალობლები და ხალხური სიმღერები შეასრულეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლებმა - „ლაზარე“ და „იავნანა“ - ხელძღვანელი გიორგი სუხიშვილი და ანსამბლმა „ლიახვი“- ხელმძღვანელი დავით ელბაქიძე.

 

 SemoqmedebiTi