2016 წლის 24 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ ნინო რევაზიშვილი-მარიამიშვილის ახალი ლექსების კრებულის - „ივლისის შუადღე“ წარდგინება. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. საღამოზე პოეტმა საკუთარი შემოქმედებიდან ახალი ლექსები წაიკითხა. მის შემოქმედებით მოღვაწეობაზე და ახალი ლექსების კრებულის შესახებ მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.