2015 წლის 23 დეკემბერს თბილისის კერძო სკოლა „პეგასის“ ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა I სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია – „უგვირგვინო მეფეები“, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175-ე და გარდაცვალებიდან მე-100 , ვაჟა ფშაველას გარდაცვალებიდან მე-100 და გალაკტიონ ტაბიძის სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის 100 წლისთავს. პროექტის ავტორები: კერძო სკოლა „პეგასის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები – ირმა ხუნდაძე და ნინო ბოკელავაძე. კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს VII-VIII კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდა მოწვეული ჟიური ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: მიხეილ ქართველიშვილი, ჭაბუკა მეტონიძე და გიორგი ჩართოლანი. ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ავტორებიც წიგნებით დასაჩუქრდნენ. კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერთიფიკატით.

 

 SemoqmedebiTi