2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ანსამბლ „თორდას“ (ხელმძღვანელი თამარ ალადაშვილი) კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 38-ე წლისთავს. საღამოზე ბავშვთა ანსამბლმა შეასრულა საგალობლები და ხალხური სიმღერები. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან მოწვეული სტუმრები.