2015 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, თვითნასწავლი მხატვრის, მაკარ იზორიას პირველი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით -„დღე ყოველი დღის შემდეგ“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 90-ზე მეტი ფერწერასა და გრაფიკაში, ტილოსა და ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი. ნახატები შესრულებულია ზეთით და წყლის საღებავებით. „გამოფენის სათაური - „დღე ყოველი დღის შემდეგ“ არის ჩემი ცხოვრების 12 წელი, დიდი მონატრება და უცებ გაფრენილი ცხოვრების ნაწილი ემიგრაციაში. ადრე საქართველოში, უცხოეთში ცხოვრება ოცნებად მქონდა ქცეული. იქ კი, რეაულურ სამყაროში, ის ოცნება სულ სხვა სამყაროდ მექცა. რომ მკითხოთ, იქ ცხოვრებას არავინ მაძალებდა და არც ტყვედ ვიყავი. ვაი ის არის, რომ აქ სამშობლოში ჩემი თავი ვერ ვიპოვე და იქ კი, ვიგრძენი თავისუფლება, გავბედე და ჩემი აზრები ტილოზე გადმოვიტანე. მე არასოდეს მისწავლია ხატვა, და არც მიცდია მესწავლა. ყოველი ტილო არის ჩემი ცხოვრების ისტორია. ყოველი ნახატი არის ჩემი მესაიდუმლე, ეს უსულო არსება უფრო მიგებდა ვიდრე ადამიანი. მინდა მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრს მხარდაჭერისათვის და ორგანიზებისათვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პირველი გამოფენა ტარდება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში. ღმერთი იყოს საქართველოს და ყოველი ჩვენთაგანის მფარველი“ - გვითხრა მხატვარმა მაკარ იზორიამ. გამოფენა გაგრძელდება 23 დეკემბრამდე.

 

 SemoqmedebiTi