2015 წელს 16 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების „პატრიარქის მხედრობა“ ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მხატვრები: ალეკო ლომაძე, შალვა კილაძე, ელმირა შოკრ პოური (ირანი), აინა პუტნინა (ლატვია), ზიტა ვილუტიტე (ლიტვა). ასევე გამოიფინა ჭაბუა ამირეჯიბის და რეზო ჩხეიძის ოჯახების მიერ გადმოცემული წიგნები და ორი დისკი - ფილმი „ჯარისკაცის მამა“. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება წმ. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციას.გოგიტო არაბულის წიგნის -„ნეტავი ნატვრა მანატრა“ წარდგინება
2015 წლის 15 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მწერალ გოგიტო არაბულის წიგნის-„ნეტავი ნატვრა მანატრა“ წარდგინება. კრებულში შესულია: მხატვრულ-დოკუმენტური პროზა, სამონადირეო ჩანაწერები, ქრონიკები, ლექსები, გალექსებები, 1924 წლის აჯანყების მონაწილის, ქაქუცას თანამებრძოლის, გოგიტოს მამის, ხიტალიონის მონათხრობები, ეთნოგრაფიული სახის ჩანაწერები.
ღონისძიებას უძღვებოდა მწერალი ბაღათერ არაბული.
საღამოს ესწრებოდნენ მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.