2015 წლის 15 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მწერალ გოგიტო არაბულის წიგნის -„ნეტავი ნატვრა მანატრა“ წარდგინება. კრებულში შესულია მწერლის ნაგროვები საინტერესო მხატვრულ-დოკუმენტური პროზა, სამონადირეო ჩანაწერები, ქრონიკები, ლექსები, გალექსებები, 1924 წლის აჯანყების მონაწილის, ქაქუცას თანამებრძოლის, გოგიტოს მამის, ხიტალიონის მონათხრობები, ეთნოგრაფიული სახის ჩანაწერები. ღონისძიებას უძღვებოდა მწერალი ბაღათერ არაბული. საღამოს ესწრებოდნენ მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

 

 SemoqmedebiTi