2015 წლის 18 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა 112-ე და 145-ე საჯარო სკოლებთან არსებული სახვითი ხელოვნების სტუდიების მოსწავლეთა საახალწლო გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 4 - დან -15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა 100- ზე მეტი ნამუშევარი. გამოიფინა ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები, აბსტრაქციები და ა.შ. სახვითი ხელოვნების სტუდიების ხელმძღვანელებმა მურად იამანიძემ და მაია კაკაბაძემ გამოფენის ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელები და დიპლომები გადასცეს. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: ქ. თბილისის 112-ე და 145-ე საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები.