2015 წლის 17 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის ს. ვირსალაძის სახელობის #1 ხელოვნების სამხატვრო სკოლის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და ამავე სამხატვრო სკოლის საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი კატალოგის წარდგინება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 200-მეტი ნამუშევარი. გამოიფინა ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები, თექა, ბატიკა, ჭედურობა, ხის ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო 2014 წლის 15 დეკემბერს ს. ვირსალაძის სახელობის #1 ხელოვნების სამხატვრო სკოლისა და სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის გაფორმებულ მემორანდუმის საფუძველზე განხორციელებულ ერთწლიან პროექტში მონაწილე 35 ბავშვის ნამუშევარი, რომელთაც დაუფინანსდათ ს. ვირსალაძის #1 ხელოვნების სამხატვრო სკოლაში სწავლა. მათ შეისწავლეს სხვადასხვა დარგები: ხატვა, ქანდაკება, ხეზე კვეთა, ქსოვილების დამუშავება, მსოფლიო ხალხთა ისტორია, ფოლკლორის მიმართულება. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ვეტერანების ანსამბლმა „მშვიდობა“. გამოფენის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტებში მონაწილეობისათვის, ს. ვირსალაძის სახელობის #1 ხელოვნების სამხატვრო სკოლის 65 ბავშვს სამახსოვრო სიგელები გადასცა.
სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, ს. ვირსალაძის სახელობის #1 ხელოვნების სამხატვრო სკოლისა და სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივ პროექტში მონაწილეობისა და წარმატებული სწავლისთვის მონაწილე 35 ბავშვს, ვეტერანთა შვილებს სიგელები გადასცა. ასევე, სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურისაგან სამადლობელი სიგელები გადაეცათ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელს გიორგი ფარეშიშვილს და ს. ვირსალაძის სახელობის #1 ხელოვნების სამხატვრო სკოლის დირექტორს ქეთევან ბარნაბიშვილს.
თბილისის მუნიციპალიტეტის ს. ვირსალაძის სახელობის #1 ხელოვნების სამხატვრო სკოლის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობისათვის და წარმატებული სწავლისათვის სკოლის დირექტორმა ქეთევან ბარნაბიშვილმა მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელები და სკოლის საიუბილეო კატალოგები გადასცა.