2015 წლის 13 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეზიის საღამო - „საქართველო არის ესე“ წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ბიძინა გუნიას კურთხევით და ამავე ტაძარში მოქმედი ჯგუფი „ტალანტი“-ს ორგანიზებით, რომელიც დაფუძნებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევისა და მოწოდების: „ვილოცოთ, ვიფიქროთ, წარმოვშვათ იდეები და ვიშრომოთ“ საფუძველზე და ემსახურება ნიჭიერი ადამიანების გამოვლენასა და მათი საქმიანობის ხელშეწყობას. საღამოში მონაწილეობა მიიღეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა და სხვადასხვა სკოლების (თბილისის კლასიკური გიმნაზია, სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“, კერძო სკოლა „თამარიანი“, საჯარო სკოლები: 42-ე, 133-ე, 41-ე, 71-ე, 207-ე, 178-ე, 50-ე, 51-ე) I-XI კლასის მოსწავლეებმა, ასევე ხალხური სიმღერის ვაჟთა გუნდმა - „ერთობა“. ღონისძიების ბოლოს ორგანიზატორებმა მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

 

 SemoqmedebiTi