2015 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მარიამ კოზმანიშვილის ახალი პოეტური კრებულის -„კართან მზე დავდე“ წარდგინება. საღამოს უძღვებოდა პოეტი მარინა თექთუმანიძე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პოეტები: თამარ ჯაფარიძე, ნანა ცინცაძე, კახაბერ შალამბერიძე, მაიკო მიქაია, ფარნაოზ რაინაული და სხვ. ქალბატონი მარიამის ლექსები წაიკითხეს მისმა მეგობრებმა, ასევე ახალგაზრდა მსახიობმა ვანო ბებოშვილმა.