015 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ცნობილი ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებას უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი. მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს: ბატონი რეზო ინანიშვილის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და მწერლებმა. 159-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი მარინა ბედოშვილი) წაიკითხეს ნაწყვეტები მისი უკვდავი მოთხრობებიდან.