2015 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა თვითნასწავლი მხატვრის, ნათია ქემოკლიძის პერსონალური გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 35-ზე მეტი ფერწერული ტილო (ნაქარგობა ბისერით). გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ მხატვრები, ქალბატონ ნათელას მეგობრები და ოჯახის წევრები .