2015 წლის 17 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ქართული გალობის საღამო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული სამრევლო სკოლების გუნდები.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.