2015 წლის 4 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის ააიპ სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეთა 100-ზე მეტი ნამუშევარი. გამოიფინა: ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები, თექის ფარდაგები, კომპოზიციები და სათამაშოები, ასევე ბატიკაში შესრულებული კომპოზიციები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ლობჟანიძე და მისი მოადგილე კულტურის დარგში ირმა მაქარაშვილი, ჰერალდიკის სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა გონგაძე, ბავშვთა უფლებების დამცველი მაია გედევანიშვილი, მოქანდაკე გენო ზაქარაია, მხატვარი სამხატვრო აკადემის აკადემიკოსი, პროფესორი გია გოგლიძე, მხატვრები, კოტე ჭინჭარაძე, ანა ლაღიძე, გია სახანბერიძე, ქეთევან წულაია, თამარ მაისურაძე და სხვ.