2015 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ქართული გალობის საღამო, სადაც მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები: „ფერხისა“, „კირიალესა“ და „აკრიანი“. საღამოზე ანსამბლებმა შეასრულეს ქართული ტრადიციული საეკლესიო საგალობლები.
ღონისძიება გაიმართა ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ფერხისას“ ხელმძღვანელის ნათია დათუაშვილის ორგანიზებით.