2015 წლის 18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ბონდო არველაძის ახალი წიგნის - „მწერლის ბედისწერა“ წარდგინება, რომელიც გამორჩეული მწერლისა და ერისკაცის გიორგი შატბერაშვილის პატიმრობის წლებს ასახავს. ღონისძიებას უძღვებოდა პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი ია ქადაგიძე. სიტყვით გამოვიდნენ და მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს ცნობილმა ლიტერატორებმა: ბონდო არველაძემ, ნინო ვახანიამ, დალილა ბედიანიძემ, რუსუდან ჭანტურიშვილმა და სხვ.