2015 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო პოეზიის საღამო გუდამაყრის სკოლის ბავშვების დასახმარებლად, რომელშიც მონაწილეობდნენ პოეტები: ტარიელ ხარხელაური, მარიამ წიკლაური, დეკანოზი თავმას ჩოხელი, ასევე გუდამაყრის სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებაზე ისაუბრეს გუდამაყარზე, გაიხსენეს გოდერძი ჩოხელის შემოქმედება, წაიკითხეს: გოდერძი ჩოხელის, მამუკა წიკლაურის, ტარიელ ხარხელაურის და მამა თავმას ჩოხელის ლექსები. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ეკა ბაიაშვილმა და ქეთევან წიკლაურმა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა, წიგნები სასკოლო ბიბლიოთეკისათვის, რვეულები, საწერი კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები გადაეცემათ გუდამაყრის სკოლის მოსწავლეებს. საღამო გაიმართა პოეტების - ადამ ბექაურის და მარიამ წიკლაურის ორგანიზებით.