2015 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა მე-10 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ყველა მონაწილეს ორგანიზატორებისგან სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 5 დან -16 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნახატები, თექის ნამუშევრები და პლასტელინის ნაძერწები. გამოიფინა 200-მდე ნამუშევარი. გამოფენა გაგრძელდება 27 ოქტომბრამდე.