27 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებით ცენტრის დარბაზში მოეწყო თბილისობისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.
საღამოს უძღვებოდნენ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) და საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი ბატონი დავით ტაკიძე.