2015 წლის 21 ოქტომბერს მხატვარ ვახუშტი რომელაშვილის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა ბერი ანდრიას სახ. სასტუმრო სახლის და მთავარანგელოზ მიქაელის სახ. სამკურნალო სკოლა-ბაღის 40-მდე შეზღუდული შესაძლებლობის და ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვთა ნახატების გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი ნამუშევარი. ასევე, გაიმართა ბავშვებისთვის მიძღვნილი საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლი - „იავნანა“, დები ზვიადაურები, საბავშვო სტუდია -„ცისკარის“ მოსწავლეები, ვაჟა მალაციძე და სხვ. საღამოს ბოლოს გამოფენაში მონაწილე ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ თოჯინები და მართლმადიდებლურ - შემეცნებითი ჟურნალი - „ ლამპარი“. ღონისძიების მხარდამჭერები: საბავშვო სტუდია - „ცისკარი“, საქართველოს საქველმოქმედო ფონდი - „ახალგაზრდული ფრთა“.

 

 SemoqmedebiTi