2015 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ნაირა მარშანიას პოეტური კრებულის - „მოგონება მონატრების ცრემლია“ წარდგინება. ქალბატონი ნაირას ლექსებში გადმოცემულია აფხაზეთის მონატრება. ღონისძიებაზე, ასევე, ნაჩვენები იქნა ვიდეო-ჩანახატი - „ადრე თუ გვიან“. სცენარის ავტორი - ნაირა მარშანია. რეჟისორი - ზიზი ტოგონიძე. ოპერატორები - ნიკო ბაღაშვილი და ზურაბ რატიანი. ვიდეო-ჩანახატი მოგვითხრობს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ: სასულიერო პირები, აფხაზეთის ა/რ მთავრობა, ცხუმ-აფხაზეთის აკადემიის, საქართველოს მწერალთა კავშირის და ჯ. ლეჟავას სახ. აკადემიის წევრები, მხატვრები და პოეტები. სიტყვით გამოვიდნენ: გულნაზ ხარაიშვილი, მაყვალა გონაშვილი, რეზო მიშველაძე, რეზო ადამია, მიმოზა ცანავა, გიორგი ფარეშიშვილი და სხვ.

 

 SemoqmedebiTi